USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დღეს, თელავში გაიმართა ღონისძიება.
დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს თელავში წყლის რესურსების მართვის რეფორმაზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე. USAID-ის წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ მედიასთან ერთად მოაწყვეს გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მიმართულებით. შეხვედრის პირველი ნაწილი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღნიშნული შეხვედრის მეორე ნაწილი გახსნეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეუბის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე ქურასბედიანმა, USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა, დავით წიკლაურმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ.
შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის ახალ კანონზე, მის საჭიროებასა და მნიშვვნელობაზე ისაუბრეს.
„დღეს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქ შეკრებილი იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ, რომელიც სრულიად ახალ პრინციპებს და სტანდარტებს დაამკვიდრებს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ეს არის სრულიად ევროპულ დირექტივებზე დაფუძნებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას წყლის რესურსების მართვის სფეროში. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია ის წყალი, რომელსაც მივაწოდებთ მოსახლეობას იყოს მაქსიმალურად სუფთა“, – განაცახადა ნინო თანდილაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმინებულმა გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი და მსგავსი ტიპის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მით უფრო კახეთის რეგიონისთვის.
„თელავის უნივერსიტეტში დღეს გაიმართა შეხვედრა წყლის რესურსების მართვის ახალ კანონთან დაკავშირებით. კახეთის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით. მსგავსი სახის შეხვედრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული და შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება“, – გიორგი ალადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.