თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას და მის მოვლას.
მერიის ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ჩართულმა მხარეებმა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ჭადრის ხის მოვლისა და გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი სამუშაოების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და კეთილმოეწყობა ჭადრის ხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამორჩეულად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის.