ცესკომ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩაატარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი კონფერენცია ჩაატრა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად გახსნა. მათ დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს  მედიის როლს, ამომრჩევლების ინფორმირების პროცესში.

მედიას აკისრია ერთერთი მთავარი როლი, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩევლამდე ობიექტური და დეტალური ინფორმაციის მიწოდების პროცესში“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს და ადგილზე ნახეს თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და რა პროცედურების გავლით ჩატარდება 2024 წლის პარლამენტის არჩევნები. მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეგულირდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო უბნებზე და რა დამცავი მექანიზმები არსებობს კიბერ უსაფრთხოების კუთხით.

ჟურნალისტები, ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიას და საინფორმაციო კამპანიის დეტალებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.