ლევან ანდრიაშვილმა თელავის ცენტრალური მოედნიდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს

ისტორიაში პირველად – ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 4:2 დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 იმარჯვა. ეროვნული ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდა დიდი მონიტორი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეგულშემატკივრა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის.

26 მარტს, 20:00 საათიდან, თელავის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ მოქალაქეები. საზოგადოებასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ანგარიშით 2:0 სძლია. თამაშისას დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.

„ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.