კახეთის რეგიონში ევროპული სტანდარტების შესაბამისი 21 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

უწყების ცნობით, კახეთის რეგიონში 21 ახალი საბავშვო ბაღის აშენდება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან, მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესი, რომელიც 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასკვნით ფაზაშია.