თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ პროექტებზე მსჯელობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ართანისა და ლალისყურის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ, ქალაქის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.

როგორც კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, სოფელ ართანაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა, ხოლო ლალისყიურში ახალი ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული სივრცე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გრძელდება. ხვალ, 16 თებერვალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან სოფელ სანიორესა და ჯუღაანში, ხოლო ორშაბათს, 19 თებერვალს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდება ფშაველსა და ლეჩურში.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას.