„თელავის გაზეთი“ აგრძელებს პრეზენტაციის წარდგენას საზოგადოებისთვის. მორიგი პრეზენტაცია გაიმართა დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში.
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას უძღვებოდა „თელავის გაზეთის“ რედაქტორი ნელი ცქიტიშვილი, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ზაქარია რაზმაძემ და „თელავის გაზეთის“ ჟურნალისტმა ნინო პაატაშვილმა.
აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა საოგადოების ის ნაწილი, ვისაც ჰქონდა ინიციატივა და სურვილი, თელავში დაბრუნებულიყო ბეჭდური მედია. მწერლები, რედაქტორები. ასევე, გაზეთის პირველი ნომრის რესპოდენტი სპორტსმენი (კარატისტი) ავთანდილ პარწიკანაშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზოგადოების განწყობა თელავში ბეჭდური მედიის დაბრუნებასთან დაკავშირებით არის დადებითი, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გაზეთის პირველი ტირაჟის მარაგი უმოკლეს დროში ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ თელავში გაზეთის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. „თელავის გაზეთის“ დაბეჭვდა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და იგი ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის.