„საზოგადოებასთან ურთიერთობის მედია ცენტრმა“ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) ჩაატარა გამოკითხვა, იმის გასარკვევად, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები სასტუმროს შერჩევისას და როგორია ის გარემო, სადაც დროს სიამოვნებით გაატარებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ოჯახურ ატმოსფეროს. გარემოს, სადაც თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს, სადაც ექნებათ შესაძლებლობა როგორც დასვენების, ასევე მუშაობის.
pr-mc.ge დაინტერესდა კახეთის რეგიონში თუ არსებობდა ისეთი სასტუმრო, რომელიც შეძლებდა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც დღეს არსებობს.
სივრცე, რომელსაც შეუძლია გულგრილი არ დატოვოს მყუდრო და ტრადიციული ატმოსფეროს მოყვარული სტუმარი აღმოჩნდა ყვერელში, ი. ჭავჭავაძის ქ. #32-ში მდებარე სასტუმრო-„კავკასიონი.“ სასტუმრო 2007 წელს გაიხსნა და აერთიანებს 14 ნომერს. (სტანდარტულ 2 ადგილიანს, 3 ადგილიანს, საოჯახო ტიპის 5 ადგილიანს, 2 აპარტამენტს, ოთხ ადგილიან და ლუქსის ტიპის ოთახებს).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმრო „კავკასიონი“ მიუხედავად იმისა, რომ თავის თავში აერთიანებს ქართული (კახური) კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას – სხვადასხვა სახის მასტერკლასების ჩატარებით, ასევე გამოირჩევა ევროპული სტილის დიზაინითა და ინტერიერით. ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სასტუმროში, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი და საინტერესო დეტალი და ამასთან, თავად გახდეთ უშუალო პროცესების მონაწილე ტრადიციული კერძების მომზადების დროს. სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს სარესტორნე მომსახურებას, რესტორან „კავკასიონის“ სამზარეულო გამოირჩევა კახური ტრადიციული უგემრიელესი კერძებით.
pr-mc.ge ესაუბრა სასტუმროს მეპატრონეს, ეკა თოდაძეს, რომელმაც გვიამბო თუ საიდან გაჩნდა სასტუმროს შექმნის იდეა, როგორია ის გარემო, რომელიც ადგილზე მისულ სტუმარს ხვდება და რა გეგმები აქვს მომავალში.
„მე თვითონ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და რატომღაც, ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად ვერსად. არსად არ მხვდებოდა ოჯახური გარემო. სასტუმრო „კავკასიონში“ შევქმენი ზუსტად ის ატმოსფერო, როგორიც ჩვენთან მოსულ სტუმარს თავს აგრძნობინებს მშვიდად, დაცულად და კომფორტულად ისე, როგორც სახლში. სასტუმროს გახსნის იდეაც სწორედ ჩემს ამ ხედვას უკავშირდება. როგორც მე მინდოდა ყველგან თბილად დამხვედროდნენ, ალბათ დამეთანხმებით, სხვებსაც ხომ გააჩნიათ მსგავსი სურვილი?! ამიტომ ჩვენი პრიორიტეტია ჩვენთან მოსული სტუმრის ინტერესების დაცვა და მათი სურვილების გათვალისწინება ინდივიდუალურ დონეზე,“ – აღნიშნა ეკა თოდაძემ.
სასტუმრო „კავკასიონი“ აგრძელებს თავისი სტუმრების კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვას, რაც სამომავლო გეგმებსა და მიზნებშია ასახული, რომელიც ემსახურება მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული სტუმრის ინტერესი, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, მომსახურებაში დაცული იყოს ყველა სტანდარტი და რაც მთავრია ყველამ ისე კომფორტულად იგძნოს თავი, „როგორც სახლში.“