სიღნაღის მუნიციპალიტეტი მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მერია 2024 წლიდან ახალ სოციალურ სერვისს – „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარებას“ ნერგავს.
მერიის ცნობით, სერვისი გულისხმობს სიღატაკეში და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, რომლებიც საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფას.
“მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი შვილი და მეტი), მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 20 000-ის ჩათვლით.
ახალი მუნიციპალური სერვისით სარგებლობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
ბავშვის (ების) დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად);
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია ბავშვთა უფლებათა
დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მიიღებს,”– სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.