თელავში „მშვიდობის პარკის“ რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა თელავში, ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის, პარკში სკეიდბორდის მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი 2 ჰექტარზეა განლაგებული და მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, ფანჩატურებს, სკეიდბორდისა და გასართობ მოედნებს, ასევე საბავშვო და სპორტულ სივრცეებს.

პარკი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

,,მშვიდობის პარკისრეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.