საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 4 იანვარს, ყვარელში, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ადგილი იქნება ილია ჭავჭავაძის ქუჩა, იუსტიციის სახლის მიმდებარე სკვერი, ხოლო საახალწლო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე.
აღნიშნული ღონისძიების დღის წესრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ნუგბარი.
14:00–19:00 – ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება.
14:00–19:00- საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვებისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები.
14:00-18:00 – მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით.
14:00-18:00 – თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ.
14:00-18:00 – ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება.
18:00–20:00 – საღამოს კონცერტი: ანსამბლი „ჰერიო“, მასტერი, ბენდი „მიქსტურა“.
ღონისძიების წამყვანი – თაკო ჩორგოლაშვილი.
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.