საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, ახმეტაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა.
გაიმართა ხელნაკეთი ნივთების და საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის გამოფენა-გაყიდვა.
ჩატარდა მუსიკალური კარნავალი, ასევე თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ჯგუფი ,,მგზავრები” იღებდნენ მონაწილეობას.