საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ერთ-ერთი მფლობელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა ბორჩაშვილი გახდა.
„ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც ქალბატონ მედეას ახალგაზრდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლის საქმეში შეაქვს.
მედეა ბორჩაშვილი აქტიურად არის ჩართული პროექტებში, რომლებიც ფოკუსირებულია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამით ის ეხმარება მოსწავლეებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და სწორად დაგეგმონ მომავალი. მისი პედაგოგიური საქმიანობა 28 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მედეა ბორჩაშვილს მოსწავლეებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მედეა არის კონკურსის “საუკეთესო ინტეგრირებული გაკვეთილი” რაიონის და რეგიონის გამარჯვებული,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.