გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, შპს “ნათს პროცესინგი” – კაკლის გადამამუშავებელი საწარმო ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – რობინ ლ. დანიგანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი, USAID – ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი – მიშელ კოშიელსკი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი – დავით წითლიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, USAID – ის სოფლის მეურნეოების პროგრამის დირექტორი – ლუიზა ნამიჩეიშვილი, შპს “ნათს პროცესინგის” მფლობელები – ლერი ტაბატაძე და ლაშა ჯუღელი ესწრებოდნენ.
პროგრამის „დანერგე მომალი“ ფარგლებში მთელს საქართველოში, კაკალის გაშენება თანადაფინანსებულია 3,200 ჰექტარზე, მათ შორის კახეთის რეგიონში კი 1,458 ჰექტარზე. კაკლის ბაღების გაშენებამ გადამამუშავბელ საწარმოებზე მოთხოვნა გაზარდა, ამ მოთხოვნის შესაბამისად შპს ნათს პროცესინგი მზადაა დააკმაყოფილოს მწარმოებლების მოთხოვნა მაღალი ხარისხის კაკლის გადამუშავებაზე.
USAID ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარბით კომპანიამ შეიძინა შემდეგი დანადგარები: კაკლის სარეცხში ტრანსპორტიორი დანადგარი ჯაჭვური კონვეირით, კაკლის სარეცხი (ორი ერთეული), კაკლის ტოტებისგან გამწმენდი დანადგარი, კაკლის ქვებისგან გამწმენდი დანადგარი, კაკლის ტრანსპორტიორი ( ორი ერთეული), კაკლის სეპარატორის და კალიბრატორის დონის გამათანაბრებელი მოწყობილობები.
წელს საწარმომ ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების 40 – მდე ფერმერებისგან მიიღო და 350 ტონა კაკალი გადაამუშავა. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. საწარმოში, მუდმივად, 7 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 20-მდე იზრდება.
კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, შპს ნათს პროცესინგი სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს.