კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდნენ.
გიორგი ალადაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ პანკისის ხეობაში, კერძოდ, სოფ. დუისში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისთვის, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა წყალმომარაგების მიმართულებით განხორციელებული პროექტისთვის და ურთიერთთანამშრომლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ელჩმა ისაუბრა კახეთის რეგიონის ავთენტური და მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. როგორც თავად ელჩმა შეხვედრაზე გააჟღერა, იგი რამდენჯერმე ესტუმრა კახეთს და შემოდგომის ფესტივალებს სტუმრებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და საერთო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.
აღინიშნა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში, თელავში, თურქეთის საპატიო საკონსულო ოფიციალურად გაიხსნება.