„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დოკუმენტს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო 19 ოქტომბერს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს.