4 ნოემბერს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით „ჭაჭის ფესტივალი“ -2023 გაიმართება

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით;

-სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები;

დასუფთავების საკითხები;

გარდა ამისა, 4 ნოემბერს დაგეგმილია “ჭაჭის ფესტივალი-2023,” რომელიც უნდა განხორციელდეს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით და რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული. დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო სწორედ, „ჭაჭის ფესტივალი-2023“ – თან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

შეგახსენებთ, რომ კახეთის სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იღებდნენ მონაწილეობას.