იცოდით, რომ სარკე ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის განვითარებისთვის?

ცნობილია, რომ 9 თვის შემდეგ ბავშვი სარკეში ჩახედვისას ხვდება, რომ ეს მისი ანარეკლია. ცოცხალ არსებათა უმეტესობას ასეთი უნარი არ აქვს. იცოდით, რომ სარკე ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის განვითარებისთვის?

საგანმანთლებლო თამაშები სარკესთან:

–  იპოვეთ დიდი, არამსხვრევადი მასალის სარკე. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ის ბავშვის სიმაღლეზე, კარზე ან კედელზე დამაგრდება.

-უპირველეს ყოვლისა, ჩაატარეთ ექსპერიმენტი იმის დასადგენად, ცნობს თუ არა ბავშვმა საკუთარი ანარეკლს. მისათვის ბავშვის სიმაღლეზე დახატეთ ტუჩსაცხით ლაქა და დააკვირდით, ცდილობს თუ არა ამ ლაქის წაშლას სახიდან. თუ მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სარკეა, ის ლაქის წაშლას არა სახიდან, არამედ სარკიდან დაიწყებს.

-კიდევ ერთი გზა იმის შესამოწმებლად, ისწავლა თუ არა ბავშვმა საკუთარი თავისა და ანარეკლის გამიჯვნა: როდესაც სარკის წინ დგას, დადექით მის უკან და მხარზე დადეთ რბილი სათამაშო. თუ ის სარკემდე მისვლას და სათამაშოს აღებას ეცდება, ესე იგი ვერ ხვდება, რომ ეს ბავშვი სარკეში თავად არის. თუ მაშინვე მხისკენ წაიღო ხელი, მაშინ ყველაფერს ხვდება.

-ასწავლეთ სახის და სხეულის ნაწილები. ბავშვი სარკის წინ დააყენეთ, თქვენ – უკან, რომ ბავშვმაც დაგინახოთ. დაიდეთ ხელი ცხვირზე და თქვით “ცხვირი”. უთხარით ბავშვს, რომ იგივე გააკეთოს და გაჩვენოთ ცხვირი. თანდათან ბავშვი ისწავლის სხეულის ყველა ნაწილს. ფაქტია, რომ თუ მას სახეზე უჩვენებ, მაგრამ ის ვერ ხედავს, ინფორმაცია უფრო ძნელად აღსაქმელია. სარკესთან სწავლა უფრო თვალსაჩინოა.

-ასწავლეთ თქვენს შვილს ემოციების ამოცნობა. მიიღეთ სხვადასხვა სახის გამომეტყველება სარკის წინ. აწიეთ წარბები და სთხოვეთ ბავშვს, გაბრაზებული სახე გამოხატოს. შემდეგ გაიღიმეთ, ცხვირი შეჭმუხნეთ, ენა გამოუყავით და ა.შ. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ბავშვი უფროსების მიბაძვით სწავლობს. ასე რომ, ის უკეთ ისწავლის სხვისი ემოციების წაკითხვას და საკუთარი ემოციების გამოხატვას.

-მოაწყვეთ თოჯინების შოუ. აიღეთ თქვენი ბავშვის საყვარელი სათამაშოები და ითამაშეთ სარკის წინ. ითამაშეთ სცენა, როგორ თამაშობს თოჯინა (ან სხვა სათამაშო) ანარეკლთან და დააკვირდით, იმეორებს თუ არა ბავშვი იგივეს.

(წყარო: mshoblebi.ge)