წინანდალში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი გაიმართა

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა. დღეს, პირველ სექტემბერს, ჭავჭავაძეების მამულში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიმართა. პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლებმა და მხარდაჭებმა პრესკონფერენცია ჩაატარეს.

უკვე 5 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც პან კავკასიურ ორკესტრს ვხელმძღვანელობ. შესაძლებელია მსოფლიოში ბევრი კარგი იდეა არსებობდეს, მაგრამ მათ განხორციელება სჭირდება. და დღეს ჩვენ უკვე მეხუთედ ვხსნით ფესტივალს. ეს შედეგი მე მიქმნის იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მომავალში კიდევ ბევრი მიღწევა გვექნება.

 როცა მე დავთანხმდი, ფესტივალის მუსიკალური დირექტორობას პანკავკასიური ორკესტრი მხოლოდ ოცნება იყო. ახლა მაქვს მეორე ოცნება. ორკესტრმა მოიცვას ბაქო, ერევანი, ასტანა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალზე ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ, თუ რას ნიშნავს მსოფლიოს უმაღლესი მუსიკის ხარისხი.

 მე მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ ამ ფესტივალს და მის განვითარებას მომავალში. დიდი მადლობა ერთგულ აუდიტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც წინანდალში ხდება, სხვებსაც მოვუყვეთ და გავუზიაროთ.“ – განაცხადა ფესტივალის მუსიკალურმა დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.

წინანდლის ისტორიულ მამულში, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები

კონცერტებს 10 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.