ორგანიზაცია ა(ა) იპ “კახეთმა” ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სპეციალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ა(ა)იპ კახეთი 2022 წლის 1 ივლისიდან ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს “ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგი და მათი მუშაობის მნიშვნელობის ადვოკატირება კახეთის რეგიონში.”
აღნიშნული პროექტის საქმიანობის ფარგლებში, პროექტის გუნდმა იმუშავა და შეაფასა 4 მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და განხორციელების განყოფილებების მუშაობა, გამოწვევები, საჭიროებები შემდგომი გაძლიერებისთვის, შედეგების საფუძველზე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია – ბავშვის უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაში.
ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის თანახმად, ბავშვთა უფლებების კომპონენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხელშეკრულებაში და ის მოიცავს, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას და მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის შედარებით მაღალი პრიორიტეტის მინიჭებას, ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების თვალსაჩინოდ ჩართვას, ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილებას და ა.შ.