ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;

საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2023 წლის ოქტომბერში.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 9 სექტემბერი;

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე

https://shorturl.at/MNQX7