ბუნების მრავალფეროვნება და უძველესი ძეგლები დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი თვალუწვდენელი ველებით, ხეობებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.

დედოფლისწყაროში მდებარეობს UNESCO- მიერ აღიარებული სამხრეთ კავკასიაში ერთ – ერთი ბიოსფერული რეზერვატი, რაც დედოფლისწყაროს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უძველესი ძეგლების სიმრავლით.

აქ შეგიძლიათ მოინახულოთ: ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი ულამაზესი ლანდშაფტით.

დედოფლისწყაროში მდებაროებს ცნობილი შირაქის ველი, რომელიც დღეს-დღეობით საქართველოს „პურის ბეღელია“ და რომლიც არქეოლოგებს და მკვლევარებს ყოველთვის აოცებს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

არქეოლოგიურმა გათხრებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ ამ ადგილას არსებობდა უძველესი ქალაქი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარი, რომელმაც ჩვენამდე შირაქის ველის სახელწოდებით მოაღწია.