მიმდინარე წლის 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ქემოკლიძეს გაუნადგურა ყურძნის მოსავლის 75 პროცენტი.
მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას 42,900 ლარს მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე 7,015 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად გადაიხადა 30 პროცენტი, ხოლო 70%-იანი თანადაფინანსება, 4,911 ლარი მიიღო სახელმწიფოსგან.