8 ივლისს „შუამთის ფესტივალი“ გაიმართება, სადაც გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გელოდებათ

მიმდინარე წლის 8 ივლისს, შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, “შუამთის ფესტივალი” გაიმართება, სადაც სტუმრების მიღება 13:00-საათიდან დაიწყება.

კომპანია “ბადაგონისა” და “USAID-ის “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ მიერ დაგეგმილ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ:

სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები დიდებისთვის;

სხვადასხვა საბავშვო აქტივობები – შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასები;

-ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა;

-შემეცნებითი გასვლა ტყეში ორგანიზაცია “გარე-მარესთან” ერთად;

-სპორტული აქტივობები;

-უგემრიელესი BBQ კერძები;

-შესაძლებლობა, დააგემოვნოთ “ბადაგონის” ღვინოები და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი.

18:00 საათიდან კი, წარმოდგენილი იქნება ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი არტისტები. მსურველთათვის დასწრება უფასოა.