ნიკა დოლმაზაშვილი მოტო რბოლაში კავკასიის თასის მფლობელი გახდა

2023 წლის 24 ივნისს, Rustavi International Motorpark -ზე, Georgian National Motosport Federation / საქართველოს მოტო ფედერაცია -ს და Pitstop Academy / პიტსტოპ აკადემია -ს ორგანიზებით ჩატარდა კავკასიის თასის I ეტაპი მოტო რბოლაში, DRAG RACING -ის სახეობაში, სადაც ქარხნული ბაზით, 1000 cc კლასში, Telavi Extreme Sports Club • თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბ -ის მოტო-მრბოლელი ნიკა დოლმაზაშვილი პირველი ადგილის პოზიციის და თასის მფლობელი გახდა.

თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი, ულოცავს ნიკა დოლმაზაშვილს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას მოტოსპორტის კარიერაში. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.“- თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი