თელავში საქველმოქმედო დონაცია იგეგმება. ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ სახელით, დახმარება ამერიკელი ხალხისგან საქველმოქმედოდ გადაეცემა თელაველ ახალგაზედას მარიამ მეგრელიშვილს, რომელიც თანხის შეგროვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შემთხვევაში, თელავში მცხოვრებ ადამიანებს გაუწევს დონაციას. მარიამ მეგრელიშვილის თქმით, საქველმოქმედო ტანსაცმლის ოდენობა გათვლილია საშუალოდ 100-დან 150 ადამიანზე.
„მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს და უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისთვისაც სიკეთის კეთება მნიშვნელოვანია. დღეს თქვენი დახმარება აუცილებლად მჭირდება, რომ ერთად შევძლოთ ბევრი ადამიანის გახარება. ხვალ, უკარგესი ქალბატონი, ნატო სოფრომაძე, ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის სახელით, დახმარებას ამერიკელი ხალხისგან, საქველმოქმედოდ გადმომცემს და შემდეგ, ჩვენს ქალაქში გავცემ, ვისაც სჭირდება. არის ძალიან ბევრი ტანსაცმელი, ყველა ასაკზე მორგებული.
ამ ყველაფრის ჩამოსატანად საჭიროა ტრანსპორტი, რომელიც 250-300 ლარამდე ჯდება. ყველამ ერთად მივიღოთ ეს სიკეთე ჩვენი ქალაქისთვის და თითო ლარიც რომ გავიღოთ, შაბათს უკვე ორგანიზებულად შევძლებთ, კონკრეტული სივრციდან, ნივთების გაცემას.“- მარიამ მეგრელიშვილი
მოქალაქე მარიამ მეგრელიშვილი აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, სადაც მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა.
GE91BG0000000539917274
GE87TB7631645064100054