„პერსონა 2023-ზე“ წარდგენილია ნინო მრელაშვილი-ბონდარენკო

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2023″ წლის ტიტულის მფლობელი გახდა ნინო მრელაშვილი-ბონდარენკო.

ნინო მრელაშვილი დაიბადა ქალაქ თელავში.

განათლება:1991 წელს ჩააბარა ქ. თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. გაიარა დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

2005 წელს გაიარა ფონდ lingua-plus მასტერკლასი მთარგმნელობითი კურსი ინგლისურ ენაში. 2006 წ. განათლების, განვითარებისა და კვლევის ცენტრი, პედაგოგიკის ცენტრი, პედაგოგიკის კურსი, ინგლისური, როგორც მეორადი ენა.2006წ. აშშ საელჩოს მიერ (მშვიდობის კორპუსი) ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი.2008-2009-2010წ.წ.აშშ სტრატფორდის ინსტიტუტი,

კურსები: ბიზნესის მენეჯმენტი, კრიმინალური სამართალი,ESL- ინგლისური, როგორც მეორე ენა.

2018წ თელავის მინანქრის ხელოვნების სკოლა, სტუდია-მინანქრის ტექნიკის კურსი.

სამუშაო გამოცდილება:

2008 წლიდან ავტორი “გადაშლილი წიგნი “ს . 2020 წელი სსიპ კოლეჯი”აისი” პროფესიული მომზადების პროგრამის, მომინანქრების პედაგოგი. 2019 წლის 19 მაისიდან დღემდე -სსიპ კოლეჯი”აისი”_უცხოური ენის (ინგლისური) მოდულის განმახორციელებელი პერსონალი;

2019 წლის 5 მარტიდან 2019 წლის 19 ივნისამდე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისი”-უცხოური ენის (ინგლისური) მოდულის განმახორციელებელი პერსონალი;

2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 19 ივნისამდე, სსიპ საზოგადო საზოგადოებრივი კოლეჯი”აისი” მომინანქრების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი;

2018 წლის 25 ოქტომბრიდან-2019 წლის 19 ივნისამდე-სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისი”პროექტის” გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, სპეციალობაზე პროფესიული მოდულების მასწავლებელი;

2015-2019წწ-შპს “განათლება” საიუველირო საქმის “მომინანქრების” სასწავლო კურსის ოსტატ სპეციალისტი;

2014-2015 წწ- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი გამგეობა, კანცელარიის უფროსი; 2012_2014წწ მოქალაქეთა მომსახურეობის ბიუროს უფროსი, Ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი- გამგეობა; 2010-2011წწ კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო- საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი;

2004-2007წწ ქალაქ თელავის ნომერ პირველი საჯარო სკოლა ინგლისური ენის პედაგოგი;

2005-2006წწ- საინფორმაციო ცენტრი “ნატო” -ს შესახებ,მენეჯერი კახეთის რეგიონში;

1996-2006 წწ. ETAG- საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი.

1998-1999 წწ – არასამთავრობო ორგანიზაცია -შპს ფირმა “საფარა” საქართველო, თარჯიმან მენეჯერი; 1996-1998 წწ – ქ.თელავის პირველი საშუალო სკოლა-ინგლისური ენის პედაგოგი;

1996-1998 წწ -ქ.თელავის სტომატოლოგიური ინსტიტუტი-ინგლისური ენის პედაგოგი;

სემინარები და ტრენინგები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი:

” პროფესიულ მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციის დადასტურება”- 2019წ. პირსონის უნივერსიტეტი- ტორონტო- კანადური- ამერიკული კონფერენცია, აკადემიური დისციპლინებისათვის 2015 წ. ქალბატონ ნინოს, უამრავ გამოფენებში აქვს მიღებული მონაწილეობა:

2022 წლის 7 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი ქონდა 200-ამდე საკუთარი საავტორო ნამუშევარი “გადაშლილი წიგნი ხატები” სხვა და სხვა თემატიკით და აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტიხარული მინანქრის ნამუშევრები.

2023 წლის იანვარში, სტამბულში გამოფენა “ქართული კულტურის დღეები.” ასოციაცია “საქართველოს ქალბატონები” ს ჯილდო – თბილისი სტამბულის “მეგობრობის ხიდი” და მადლობის სიგელი, ქართული ენისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ქალბატონი ნინო ახლო მომავალში გეგმავს პერსონალურ გამოფენას.