ყვარელში ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია „ჩემო კალამო,“ რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა.

ლიტერატურული კომპოზიციის ავტორია იოსებ ჭუმბურიძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი მერაბ ჩხაიძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ჭუმბურიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.