26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ხვალ, თელავში დაგეგმილა შემდეგი ღონისძიებები:
ღონისძიების ადგილი: ერეკლე მეფის სასახლის ეზო
პროგრამის დასაწყისი: 14:00.
14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სხვადასხვა შემეცნებითი და
გასართობი აქტივობა, ანიმატორები
14:00-18:00 – კულინარიული კონკურსი, დეგუსტაცია და მასტერკლასები ცნობილ შეფ მზარეულებთან მიშა ავსაჯანიშვილთან და რუსო დაუშვილთან ერთად
14:00-18:00 ტექნოპარკის შემეცნებითი სივრცე
14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი:
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,წინანდალი“
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,პატარა კახი“
ქალთა ფოლკლორული ანსაბმლი ,,თელავი“
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ართანა“,
ბენდი „ღამურები“
ბენდი „მუსიკის ქალაქი“
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა
17:30 – თბილისური კვარტეტი, ქართული ხმები, ლიკა დოლიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, დათუნა სირბილაძე, მანანა თოდაძე, ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი „შერეკილები.“