საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო “ყვარელი ლეიკ რეზორთი,” შპს “ყვარელი პალასის” საკუთრებას წარმოადგენს.
“ყვარელი პალასის” 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს “აგროგანვითრება” ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი არჩილ გეგენავა (07-06-2008 – 21-10-2012 საქართველოს VII მოწვევის პარლამენტი – პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“) და მის ძმა არიან.
წილები კი ასე ნაწილდება: არჩილ გეგენავა – 37.8%; 23-23% ეკუთვნით ივანე ნიკოლაიშვილს და გიორგი ჩუბინიშვილს; 16.15% კი, ანდრო გეგენავას საკუთრებაა.