სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები და აქციის მონაწიელეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ტერიტორიას 10-ზე მეტი ადამიანი განარიდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახი კახეთში, ქორწილისთვის ემზადება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ქორწილის გადახდა იგეგმება „ყვარელი რეზორტში,“ თუმცა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს თავად სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ოჯახის წევრები, ნამდვილად გეგმავენ ქორწილის კახეთში გადახდას, რაც მათი თქმით, დაუშვებელია.