კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტი ითვალისწინებს 1 389 გრძივ მეტრზე გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, მოეწყო საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელი ხიდ-ბოგირები, ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 570 299 ლარია.

მიმდინარე წელს, კახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მთის ფონდის ფარგლებში, 75 კმ-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება და დაიგება ასფალტის საფარი, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჯამური ღირებულება მიმდინარე წლისთვის 30 მილიონ ლარს შეადგენს.