25 აპრილს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება „ქართველი“-ს ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო „ლურჯი აპრილი,“ სადაც მონაწილეობდნენ: ელდინო საღარაძე, მანანა თოდაძე, თამრიკო მეჭიაური, ქეთი წიკლაური, ციური მჭედლიძე, გიორგი შალვაშვილი, მინდია ქიტიაშვილი, ლეილა ლეგაშვილი და იოანე ქართველი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა.