კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპილიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.

უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნს წარმოადგენს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების პროცესის გაუმჯობესება.

პროცესში ჩართულ მხარეებს წარმოადგენენ – მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაცია (WPO), მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაცია (ჯორჯია ფლას), საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ორგანიზაცია( PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია(WMA).

შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით​.