საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ 1 ნოემბრამდე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის შეძლებენ პირველ კლასში დარეგისტრირებას.
განათლების სამინისტროს ცნობით, ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტრო ასახელებს მოქალაქეთა არაერთი განცხადებას იმის თაობაზე, რომ გადაიხედოს ის მარეგულერებელი ნორმა, რაც სწავლის დაწყების ასაკს განსაზღვრავს.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.