საქართველოში 2024 წლიდან გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძეს განცხადებით, თბილისში პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, მათ შორის კვების ობიექტები, რომელიც მოწყობილია გამწვანების პროექტით.
მისი თქმით, ახალი ცვლილებების მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით დარეგულირდება ქაოტური მშენებლობები და შეიქნმება ახალი რეკრეაციული სივრცეები.
„მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომელიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეითანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვის.“ – მაია ბითაძე.