თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის საფარს. 280 მ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, ასევე მოეწყობა ტროტუარი.

აღნიშნული სამუშეობის ბიუჯეტი შეადგენს 687 497 ლარს, ხოლო შემსრულებელი კომპანია არის ,,ბიელი.,,