ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების ფარგლებში, შეჯიბრი გაიმართა ხელბურთში. ღონისძიებას ყვარლის სასპორტო სკოლამ უმასპინძლა.
ვაჟებს შორის პირველი ადგილი ყვარლის #2 საჯარო სკოლის, ხოლო მეორე ადგილი კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
გოგონათა გუნდებს შორის, პირველი ადგილის მფლობელი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ყვარლის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.
შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.
გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ჩატარებულ შეჯიბრში, რომელიც ზაფხულში გაიმართება.