თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვამჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ტატულიშვილმა, სოფელ რუისპირში მცხოვრებ 10 შვილის დედას ნათია წიგნაძეს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“მიუხედავად თავისი სოციალური სიდუხჭირისა, ქალბატონი ნათია წიგნაძე თავის შვილებს არაფერს არ აკლებს, ზრუნავს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. თელავის მუნიციპალიტეტი ქალბატონ ნათიას და ყველა მრავალშვილიან დედას მაქსიმალურად გვერდში უდგას. საკრებულოს სახელით 10 შვილის დედას დიდი პატივისცემით ვულოცავ დედის დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შვილების ბედნიერებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე და ბედნიერი დედობა ვუსურვო.“ – განაცხადა მამუკა ბურდიაშვილმა.