თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთავსდება 22 ენერგოეფექტური სკამი, რომელთა მონტაჟიც უკვე მიმდინარეობს სოფლების ნაწილში.
ენერგოეფექტური სკამები აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით (WiFi) და ტელეფონის დამტენებით. ასევე, სკამის ორივე მხარეს განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა.
თელავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 330 000 ლარს, ხოლო შემსრულებელი კომპანია: შპს ,,SOLARTIA GROUP”-ია.