2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე კახა ასისტიშვილმა, მერის მოადგილეებმა ოთარ ბუჯიაშვილმა და დავით ქანდაურიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლას ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ახალგაზრდა გმირის სიცოცხლე შეეწირა: ზურაბ ტურაშვილი, ილია შავერდაშვილი, გელა მებაღიშვილი, პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი. ქედს ვიხრით ჩვენი თანამოქალაქეების გმირობისა და თავდადების წინაშე. მათი სახელი და სამშობლოს სიყვარული სამუდამოდ დარჩება თითოეული ყვარლელის გულში,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.