კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე შეხვდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში სპორტის მიმართულებას, კერძოდ, ძალოსნობის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მცხოვრებმა სპორტსმენებმა ძალოსნობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, ხვიჩა კიწმარიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გიორგი ქინქლაძემ, ბრინჯაოს პრიოზიორობა დაიმსახურა. პლატონ კალმახელიძემ ორივე სპორტსმენს მიულოცა მიღწეული წარმატება და უსურვა სამომავლო გამარჯვებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თბილისის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, ძალოსნობის კახეთის ფედერაციის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაშვილი, ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და კახეთის ძალოსნობის მწვრთნელი ნიკოლოზ წიკლაური.