ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყლის მიწოდება აღდგენილია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ა.ა.იპ ყვარელწყალმომსახურების ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ინწობამ მწყობრიდან გამოიყვანა ყადორის მთის ძირში არსებული წყალშემკრები სათავე, რის შედეგადაც სამ სოფელში – საბუეში, ალმატსა და ენისელში შეწყდა წყლის მიწოდება.
მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკით ჩატარებული ერთ კვირიანი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის სრულად აღდგენილია წყალის მიწოდება.