საგარეჯოში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ასევე ტექნიკური შენობა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.