თელავის მოტოდრომზე ენდუროკროსის დისციპლინაში, მოტომრბოლელი ბუბა ტიღაშვილის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის II ეტაპი გაიმართა.
შეჯიბრი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის“ ეგიდით და „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქართლელიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატის II ეტაპზე სხვადასხვა ასაკობრივ და საკვალიფიკაციო კლასში ქვეყნის მასშტაბით შეკრებილმა მოტომრბოლელებმა იასპარეზეს. შეჯიბრი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები შემდეგნაირად გამოვლინდნენ:
ექსპერტების კლასი
I ადგილი – გიორგი გახელაძე (გინესის მსოფლიო რეკორდსმენი)
II ადგილი – კოტე ლობჟანიძე (2025 წლის საქართველოს ჩემპიონი)
III ადგილი – ილია მანველიშვილი
მოდერეითის კლასი
I ადგილი – გიორგი მარიამული
II ადგილი – გიორგი სულამანიძე
III ადგილი – გიორგი ოძელაშვილი
ჰობის კლასი
I ადგილი – მინდია გოგიაშვილი
II ადგილი – ნოდარი ხოტენაშვილი (თელაველი მოტომრბოლელი)
III ადგილი – ლუკა ლელაშვილი
მოზარდები (14–18 წელი)
I ადგილი – დავით ბიძინაშვილი (თელაველი მოტომრბოლელი)
II ადგილი – ირაკლი გოიმანი
III ადგილი – თამარ ლობჟანიძე
მოზარდები (6–14 წელი)
I ადგილი – ალექსანდრე ჯავახიშვილი
II ადგილი – ნიკოლოზ ჭიკაძე (თელაველი მოტომრბოლელი)
III ადგილი – ნიკოლა ჯავახიშვილი
ბავშვები (6 წლამდე)
I ადგილი – ლუკას პუაჯიუნას
II ადგილი – კირილ რულევსკი
III ადგილი – იოანე დაუშვილი
ბავშვები XS (3–6 წელი, 50 cc-მდე მოტოციკლები)
I ადგილი – ერეკლე ავაზაშვილი
II ადგილი – დიმიტრი რჩეულიშვილი
III ადგილი – მათე ჟიჟილაშვილი
IV ადგილი – ალექსანდრე კოხრეიძე
ბავშვები XS (3–6 წელი, ელექტრო მოტოციკლები)
I ადგილი – ალექსანდრე ადეიშვილი
II ადგილი – ვერა ფეოკტისტოვა
III ადგილი – კირა ლევერაშვილი
IV ადგილი – დაჩი ზუმბაძე
ვულოცავთ გამარჯვებულებსა და ყველა მონაწილეს წარმატებულ ასპარეზობას.