წინანდალში, 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღია აკადემიური კონცერტი გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღია აკადემიური კონცერტი გამართა.
კონცერტზე შესრულდა ქართული და უცხოური კლასიკური, ასევე ფოლკლორული ნაწარმოებები, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლების, ისე სხვადასხვა ანსამბლის მონაწილეობით.
ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ბატიაშვილი.
შემაჯამებელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა მუსიკოსების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა სამუსიკო სკოლის მნიშვნელოვან როლს კულტურული განათლებისა და მუსიკალური ტრადიციების განვითარებაში.