ქალაქ ყვარელში, ე.წ “ბოგირის” სკვერში, საბავშვო და სპორტული ინფრასტრუქტურა განახლდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყვარელში, ე.წ “ბოგირის” სკვერში, ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, მოეწყო ახალი საბავშვო საქანელები, ასევე დამონტაჟდა კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის ახალი ბადეები.