ყვარელში, საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარე სკვერის განათება აღდგენილია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით,  ქალაქ ყვარელში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე, დასრულდა საერთო საცხოვრებელი კორპუსების გარე განათების დაზიანებული ქსელის აღდგენის სამუშაოები.
აღსანიშნავია ისიც, რომ  საერთო საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე სკვერში განხორციელდა განათების დაზიანებული ქსელის აღდგენა და ლედგანათებების მონტაჟი.