ყვარელში, ეროვნული სამოსის დღე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.

18 მაისს, საქართველოში აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე!
ეროვნული სამოსის დღე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა ქალაქ ყვარელში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოქალაქეების მსვლელობა და თემატური გამოფენა.
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში შემოქმედებითი ანსამბლების მიერ შესრულდა სხვადასხვა ფოლკლორული ნომერი.