თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიშა მაილოვა სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია.

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიშა მაილოვამ გაიმარჯვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაში, რის შედეგადაც, მარიშა სწავლას გააგრძელებს დიდ ბრიტანეთში.
“სსიპ ქალაქ თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის პირველი საჯარო სკოლისათვის საამაყოა, რომ Xბ კლასის მოსწავლე მარიშა მაილოვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდა და სწავლას დიდ ბრიტანეთში, St. Edmund’s College-ში, გააგრძელებს დაფინანსებით. ვულოცავთ მარიშას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წინსვლასა და ახალ შესაძლებლობებს,” – თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექცია.